ესტონეთის თავდაცვის მინისტრი კიბერუსაფრთხოების ბიუროს ესტუმრა
29 ოქტომბერი 2021

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ესტონეთის თავდაცვის მინისტრი სსიპ კიბერუსაფრთხოების ბიუროს ეწვია. კალე ლაანეტი ბიუროში საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, დავით სუჯაშვილთან ერთად იმყოფებოდა. კალე ლაანეტსა და დელეგაციის წევრებს კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორმა უმასპინძლა. ლუკა მგელაძემ სტუმრებს ბიუროს ისტორიის, მიზნების, ამოცანების, სტრუქტურის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სამომავლო გეგმები გააცნო. ბიუროს ხელმძღვანელმა ესტონურ მხარეს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოში კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების საქმეში ესტონეთის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. 

საქართველო და ესტონეთი კიბერუსაფრთხოების სფეროში 2013 წლიდან თანამშრომლობენ. საქართველოში კიბერუსაფრთხოების ბიუროს ჩამოყალიბების პროცესში ესტონეთის მხარდაჭერამ და მათი გამოცდილების გაზიარებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ესტონელი ექსპერტები აქტიურად იყვნენ ჩართულები. 

ვიდეო რეპორტაჟი