თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ელჩთან შეხვედრა გამართა
13 ოქტომბერი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს, ჰუბერტ კნირშს  უმასპინძლა. მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება. 

თავდაცვის მინისტრმა  ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  სხვადასხვა ინიციატივის განხორციელების პროცესში გერმანული მხარის წვლილზე, გაწეულ პრაქტიკულ და ფინანსურ მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება. მან განახლებული არსებითი პაკეტის (Refreshed SNGP) ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინიციატივას, სამხედრო მედიცინის შესაძლებლობების განვითარებასაც გაუსვა ხაზი, რომელსაც გერმანია ხელმძღვანელობს.  

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, თავდაცვის ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესს. გერმანელმა დიპლომატმა კიდევ ერთხელ აღნიშნა ავღანეთიდან ჯარების გადმოსროლის პროცესში  საქართველოს ეფექტური სატრანზიტო მხარდაჭერა.