სამეთაურო-საშტაბო სწავლება ETERNITY 2021 დასრულდა
13 ოქტომბერი 2021

სამეთაურო-საშტაბო სამმხრივი სწავლება ETERNITY 2021 დასრულდა. დახურვის ოფიციალურ ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანი, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მოწვეული გენერლები, ასევე თავდაცვის უწყებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე საჩვენებელი სწავლება გაიმართა, სადაც ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა სამხედროებმა საინჟინრო განაღმვის, მოწინააღმდეგეზე იერიშის, დაბრკოლებების გარღვევის, შენობის წმენდისა და სამედიცინო ევაკუაციის ამოცანები შეასრულეს. საველე წვრთნებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფიც იყო ჩართული. 

საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე ქართველმა, აზერბაიჯანელმა და თურქმა გენერლებმა სწავლებაში მონაწილე პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და სწავლების მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა გადაუხადეს.

საერთაშორისო სწავლება ETERNITY 2021-ის სცენარი სამშვიდობო ოპერაციებს ემყარება, რომელიც კრიზისული სიტუაციის დროს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის უსაფრთხოების დაცვას, ასევე აზერბაიჯანულ, თურქულ და ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ურთიერთთავსებადობისამაღლებას ითვალისწინებს. სწავლების საველე კომპონენტში პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფმა მიიღო მონაწილეობა. სწავლებაში ასევე პირველად იყო წარმოდგენილი სსსტც„დელტას“ მიერ წარმოებული ქართული ჯავშანტექნიკა - „დიდგორი 1“, „დიდგორი 2“ და „დიდგორი 3“.

ვიდეო რეპორტაჟი