“მე მიცავს ჩემი ჯარი”
2 მაისი 2015
დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ნახატების კონკურსში გამარჯვებული ბავშვების დაჯილოდოვება გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები თემაზე - “მე მიცავს ჩემი ჯარი”. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს სერთიფიკატები და ფულადი საჩუქრები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ აკაკი სეფერთელაძემ გადასცეს. “ამ ნახატებში ჩანს ბავშვების დამოკიდებულება ქართული ჯარისადმი, მათი იმედი, პატივისცემა, რაც ძალიან სასიამოვნოა ჩვენთვის. მინდა მათ და ჩვენ ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა და ბედნიერი ახალი წელი,” - განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ძიმცეიშვილმა. კონკურსი  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ინიციატივით  ჩატარდა. 39 საუკეთესო ნამუშევარი თავდაცვის სამინისტროს ფოიეში იყო გამოფენილი.