”არმია”-”ენერჯი-ინვესტი”
2 მაისი 2015
თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდი ”არმია”  ”ზამთრის ჩემპიონია”. სატურნირო მდგომარეობით,  წლის დასასრულს, ”არმია”  პირველ ადგილზეა.  60: 68 დასრულდა ”ენერჯი -  ინვესტი” – ”არმიის”  შეხვედრა ქ.  რუსთავში. თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა და ორივე  გუნდისთვის საკამოდ დაძაბული გამოდგა.  ”არმიელთგან” კოტე ტუღუში და ზვიად ბაბიაშვილი გამოირჩეოდნენ მათ თვრამეტ-თვრამეტი ქულა მოუტანეს გუნდს. ”არმია” მეორე წრის პირველ შეხვედრას ”ქუთაისთან”  11 თებერვალს  ქუთაისში გამართავს.