ეროვნული გვარდიის ოცეულების უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში
4 ოქტომბერი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრებმა ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელიმისია (EUTM RCA) დაასრულა. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა უფლებამოსილება მე-8 როტაციით ჩასულ ნაკრებ ოცეულს გადააბარეს და საერთაშორისო მისიის წარმატებით განხორციელება უსურვეს. 

ღონისძიება ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში „მპოკოს“ ბაზაზე მოანასკემპზე გაიმართა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს ევროკავშირის სამხედრო-საწვრთნელი მისიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლანგლადე დე მონტგროს  ჯესქესმა მისიის მაღალ დონეზე განხორციელებისთვის მადლობა გადაუხადა და მათ პროფესიონალიზმზე გაამახვილა ყურადღება, ახალ ოცეულს კი, მისიის წარმატებით შესრულება უსურვა. 

ეროვნული გვარდიის მე-7 როტაციის ნაკრები ოცეული, კაპიტან გიორგი გულიაშვილის მეთაურობით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ექვსი თვის განმავლობაში ასრულებდა. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ბაზის უსაფრთხოება, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება იყო. ქართული ოცეული სამშობლოში უახლოეს მომავალში დაბრუნდება.