ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებთან ერთად საპარაშუტო ხტომა განახორციელა 
29 სექტემბერი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფის პირადი შემადგენლობა საპარაშუტო მომზადების პროგრამას გადის, რომელიც წყალზე დესანტირებასითვალისწინებს. თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ სამხედროების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლების მიზნით, წვრთნების ფარგლებში, სამხედროებთან ერთად, ჰაერიდან წყალზე თავისუფალი ვარდნის პარაშუტით ხტომაში მიიღო მონაწილეობა. 

ჯუანშერ ბურჭულაძემ პარაშუტით წყალზე დესანტირებამდე წინამოსამზადებელი პერიოდი გაირა, რაც თეორიულ, პრაქტიკულ და უსაფრთხოების ელემენტებს მოიცავდა. პარაშუტით ხტომა ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის კუთვნილი მოდერნიზებული და განახლებული საფრენი აპარატიდან AN-2 განხორციელდა, რომელიც სააქციო საზოგადოება „თბილავიამშენის“ ტერიტორიიდან აფრინდა. 

წვრთნები 21 დღიანია და სწავლების პროგრამა რამდენიმე ეტაპად ხორციელდება, რაც მოიცავს, როგორც პარაშუტის დაკეცვის, ასევე სხვადასხვა სიმაღლიდან პარაშუტით ხტომებს სხვადასხვა რელიეფზე.

ვიდეო რეპორტაჟი