თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ბულგარეთის თავდაცვის ატაშე დააჯილდოვა
14 სექტემბერი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა საქართველოში ბულგარეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მარიან ზაგორსკი უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. 

​ლელა ჩიქოვანმა მას ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. დაჯილდოების ღონისძიებამდე გამართულ შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ახალ ატაშეს, პოლკოვნიკ ჰრისტო ნიკოლოვს გაესაუბრა და ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.   

დღესვე, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტისა და თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის J-5 სტრატეგიული დაგეგმვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ბულგარეთის თავდაცვის ატაშეებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.