”არმია”- ”შსს”
2 მაისი 2015
თავდაცვის სამინისტროს კალათბურთის გუნდმა ”არმიამ” დღეს კიდევ ერთი გამარჯვება იზეიმა. 97:86  დასრულდა ”შსს” – ”არმიის”  შეხვედრა. თამაში ორივე გუნდისთვის საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ”არმიელთგან” ზვიად ბაბიაშვილი გამოირჩეოდა. მან 26 ქულა მოუტანა გუნდს. ”არმია” მომავალ შეხვედრას “ენერჯი-ინვესტთან” რუსთავში 28  დეკემბერს გამართავს.