ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ვიცე-პოლკოვნიკი კარლ ვიტი უწყებრივი მედლით „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა 
1 სექტემბერი 2021

თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითი ძალების ატაშესთან, ვიცე-პოლკოვნიკ კარლ ვიტთანგამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. გენერალმა ჭიჭინაძემ კარლ ვიტს, რომელსაც დიპლომატიური მისიის ვადა ეწურება, საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, სამომავლოდ წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისთვის უწყებრივი მედლით „გენერალი გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. ვიცე-პოლკოვნიკმა, თავის მხრივ, მადლობა გადაუხადა ბრიგადის გენერალს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და ხაზი გაუსვა აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებს და სტრატეგიულ პარტნიორობას.