სამხედრო ჰოსპიტალში ჟანგბადის დეფიციტი არ არის და პაციენტების მკურნალობა არ შეფერხებულა
25 აგვისტო 2021

თავდაცვის სამინისტროს გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ჟანგბადის დეფიციტი არ არის და ამ მხრივ პაციენტების მკურნალობა არ შეფერხებულა. დაწესებულება სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად არის საჭირო. ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა და ამ ეტაპზე, სამხედრო ჰოსპიტალში 170-მდე პაციენტი მკურნალობს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალში 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურებაა შესაძლებელი. 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ სამხედრო ჰოსპიტალი ნებისმიერი სცენარისთვის მზად იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრევენციის და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სამედიცინო დაწესებულების მენეჯმენტი, საკუთარი სახსრებით, დამატებით 120მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხნის შესყიდვას გეგმავს. 

ვიდეო რეპორტაჟი