ჯუანშერ ბურჭულაძე უკრაინის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ცერემონიალს დაესწრო
24 აგვისტო 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრალურ მოედანზე გამართულ ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრო. ჯუანშერ ბურჭულაძემ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკარინას შორის ურთიერთობა მაღალ ნიშნულზეა. 

უკრაინის დამოუკიდებლობის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ აღლუმში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმაც მიიღეს. თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის ოცეულმა, კიევის ცენტრალურ მოედანზე მარშით ჩაიარა. აღნიშნული ქვედანაყოფი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომსა და სხვადასხვა სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობდა.

ვიდეო რეპორტაჟი