სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციას განაგრძობენ 
19 აგვისტო 2021

თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში აქტიურად მონაწილეობენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები კასპის სოფლების შემდეგ მცხეთის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდნენ. დღეს სოფელ ვაზიანში მცხოვრები მოსახლეობა აიცრა.

​ ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ვერ ახერხებენ არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას.