”არმია” - ”ბათუმი”
2 მაისი 2015
სუპერლიგის მორიგი მატჩი “არმიის” გამარჯვებით დასრულდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს  კალათბურთის გუნდმა ”არმიამ” ”ბათუმი” ანგარიშით 65:98 ქალაქ ბათუმში დაამარცხა. ”არმიელები” ყველა მეოთხედში სჯობდნენ მოწინააღმდეგეს, საუკეთესო მათ შორის ზვიად ბაბიაშვილი იყო, მან გუნდს 25 ქულა მოუტანა. ”არმია” მომავალ შეხვედრას „შსს“–თან 25 დეკემბერს  სპორტის სასახლეში გამართავს.