მუხროვანის ბაზაზე „საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა“ დასრულდა
27 ივლისი 2021

მუხროვანში, მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის ბაზაზე „საერთო-საჯარისო სნაიპერის სამხედრო სპეციალისტთა მომზადების პროგრამა“ დასრულდა. 

პროგრამა მოიცავდა გარისობას (თვითგადარჩენა ექსტრემალურ პირობებში), საცეცხლე მომზადებას, სამთო სროლებს აბულის სამთო სასროლეთზე, ტაქტიკურ მომზადებას ტყეში და ქალაქის პირობებში, კულმინაციურ საველე სწავლებასა და სნაიპერის ბილიკს. 

კურსის დანიშნულება ქვეითი ქვედანაყოფებისათვის მაღალკვალიფიციური სნაიპერის მომზადებაა, რომელიც შეძლებს გრძელ დისტანციებზე ზუსტი სროლის წარმოებას, დაზვერვას, თვალთვალს, ინფორმაციის შეგროვებასა და მოხსენებას, კვალზე მიყოლასა და ძებნას, მოწინააღმდეგის იდენტიფიცირებასა და განადგურებას. 

კურსის დასრულება სამხედროებს სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და კურსდამთავრებულებს ქვეყნის სამსახურში წარმატებები უსურვა.