საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი ორხევის საავტომობილო ბაზაზე ტექნიკური საშუალებების გადაცემის ოფიციალურ ღონისძიებას დაესწრნენ. თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო მანქანების უმსხვილესი კომპანია BMC-ის მიერ წარმოებული 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანა, თურქეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს თავდაცვის ძალებს გადასცა. კომპანია BMC-სთან 4 ერთეული ტექნიკური მომსახურების მანქანის მიწოდების თაობაზე ხელშეკრულება 2020 წლის ოქტომბერში გაფორმდა. აღნიშნული ტექნიკის საერთო ღირებულებამ 866,400.00 აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თურქეთის რესპუბლიკამ ტექნიკური მომსახურების მანქანები გადასცა
19 ივლისი 2021