DIBS-ში კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი მიმდინარეობს
23 ივნისი 2021

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIBS) კეთილსინდისიერების ამაღლებისა და კორუფციის რისკების შემცირების კურსი დაიწყო. კურსის მიზანი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში არსებული კორუფციული რისკების გაცნობა, მათი აღმოფხვრისა და პრევენციის მექანიზმების შესახებ ცნობიერების ამაღლება და ანტიკორუფციული საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვაა.

ორდღიანი კურსი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა. კურსის ფარგლებში თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა კორუფციის რისკები და მათი შემცირების მექანიზმები საჯარო სამსახურში, შიდა კონტროლის სისტემა და გენდერი თავდაცვის უწყებაში, ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და კორუფციული რისკების მართვა.

ვიდეო რეპორტაჟი