ლატვიელი გენერლის ვიზიტი
2 მაისი 2015
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, გენერალ–მაიორი დევი ჭანკოტაძე ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების უფროსს გენერალ-მაიორ რაიმონდს გრაუბეს შეხვდა.
მხარეებმა განათლების კუთხით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, ისაუბრეს სამშვიდობო მისიების ეფექტურად წარმართვის გზებზე და საქართველოს თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებზე.
რაიმონდს გრაუბემ  გენერალ–მაიორ დევი ჭანკოტაძესთან ერთად ეროვნული სასწავლო ცენრი ”კრწანისი”  დაათვალიერა. როგორც სასწავლო ცენტრის მონახულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე დევი ჭანკოტაძემ განაცხადა, ლატვიის  და საქართველოს თავდაცვის სამინისტროები უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ – „ ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ლატვიის თვდაცვის სამინისტროს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაწეული დახმარებისთვის, ასევე ქართველი საინჟინრო ოფიცრების მომზადებისთვის. საქართველო-ლატვიის ერთობლივი პროექტების ძირითადი მიზანი მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალის მომზადება და სამშვიდობო მისიების   ეფექტურად წარმოებაა. შეხვედრაზე სწორედ ასეთი პრიორიტეტული  საკითხები  განვიხილეთ”- განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსმა.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია საქართველოში შეიარაღებული ძალების უფროსის  რანგში. ძალიან მომეწონა ეროვნული სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები. ნანახის შემდეგ აღარ მიკვირს რატომ იმსახურებენ ქართველი სამხედროები საუკეთესო შეფასებას კოალიციური ძალების სარდლობის მხრიდან. ჩვენ გვაქვს სურვილი ვითანამშრომლოთ სამხედრო განათლების სფეროში. საქართველოსთვის 2008 წლის ომი  დიდი გამოცდილება იყო, გვინდა ჩვენც გავიზიაროთ ეს გამოცდილება”- განაცხადა რაიმონდს გრაუბემ.
ლატვის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელმა მუხადგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას. დღესვე ლატვიის სამხედრო დელეგაციამ ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ცენტრი დაათვალიერა.

ვიზიტის ფარგლებში იგეგმება ლატვიის თვდაცვის ძალების ხელმძღვანელის ვიზიტი საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში. რაიმონდს გრაუბე  საქართველოს 8 დეკემბერს დატოვებს.