საქართველოს თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
12 აპრილი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა იმამურა აკირას ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

​ჯუანშერ ბურჭულაძემ იაპონელ დიპლომატს იაპონიის მხრიდან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას იაპონიის საელჩოს პირველი მდივანი, იმანიში ტაკაო დაესწრო.