43-ე ბატალიონის „ალფა“ ასეულის საველე სწავლება ვაზიანის პოლიგონზე
11 აპრილი 2021

საქართველოს თავდაცვის ძალების მე-4 მექანიზებული ბრიგადის 43-ე ქვეითი ბატალიონის „ალფა“ ასეულმა ასეულის დონის სიტუაციური საველე სწავლება დაასრულა. დასკვნითი შემაჯამებელი წვრთნები ვაზიანის პოლიგონზე საბრძოლო სროლებით განხორციელდა.

სწავლება ოთხ ფაზად ჩატარდა, რომელიც მომზადებას, გადაადგილებას, აღსრულებას, კონსოლიდაციასა და რეორგანიზაციას მოიცავდა. შემაჯამებელ წვრთნებში ტაქტიკური მარში, თავმოყრის რაიონის დაკავება, პირდაპირი და არაპირდაპირი ცეცხლის ინტეგრირება, ცეცხლით მხარდაჭერა, დაშავებულის ევაკუაცია და ჩასაფრება განხორციელდა. საბრძოლო სროლებში მონაწილეობა 43-ე ბატალიონის ალფა ასეულმა, სატანკო ოცეულმა, 82მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, ჰაერსაწინააღმდეგო ასეულმა, კავშირგაბმულობისა და სამედიცინო ჯგუფებმა მიიღეს.

ორკვირიანი წვრთნების მიზანი ქვედანაყოფში საბრძოლო მზადყოფნის ამაღლება, საბრძოლო ელემენტების ურთიერთშერწყმა და კოორდინირებული მოქმედებების დახვეწა იყო.

ვიდეო რეპორტაჟი