თავდაცვის მინისტრი საქართველოში ირანის ელჩს შეხვდა
17 თებერვალი 2021

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩს, აქბარ ყასემი ალი-აბადის შეხვდა. თავდაცვის მინისტრმა ირანის დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა აქბარ ყასემი ალი-აბადს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი მიმართულია რეგიონში სტაბილური და მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნებისკენ. შეხვედრას ირანის სამხედრო ატაშე ებადლა მოხთარი და საელჩოს სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.