თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი იტალიელ დიპლომატებს შეხვდა
15 თებერვალი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა იტალიის რესპუბლიკის ელჩის მოადგილეს, ნიკოლა იორიოს უმასპინძლა, რომელმაც მას თავდაცვის ახალი ატაშე, პოლკოვნიკი ეტორე გაგლიარდი წარუდგინა. ლელა ჩიქოვანმა ახალ ატაშეს წარმატებები და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. 
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს.

პოლკოვნიკმა ეტორე გაგლიარდიმ საქართველოში თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საზღვაო კაპიტანი ატილიო გატია შეცვალა. შეხვედრას თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი ჯუზეპე პასკუალეც დაესწრო.