თავდაცვის მინისტრი იაპონიის ელჩს შეხვდა
11 თებერვალი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა იაპონელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. საუბრისას, ყურადღება საქართველოსა და იაპონიას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე გამახვილდა. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება.