თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის ელჩს უმასპინძლა
9 თებერვალი 2021

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთო ინტერესებზე დაფუძნებული ნაყოფიერი  თანამშრომლობა გაგრძელდება და კიდევ უფრო გაღრმავდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სამხედრო განათლებისა და კიბერუსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობას. ხაზი გაესვა ეროვნულ გვარდიასა და ესტონეთის თავდაცვის ლიგას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას. მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და მსოფლიო უსაფრთხოების საკითხებიც.