14 იანვარი - საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე
14 იანვარი 2021
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით ვაზიანში, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა. საქართველოს დროშები აღიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.
 
საქართველოს თავდაცვის ძალების ყველა ქვედანაყოფი სამუშაო დღეს საქართველოს ჰიმნის ფონზე, სახელმწიფო დროშის აღმართვით იწყებს. თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, სახელმწიფო სიმბოლიკის პატივისცემის, სამხედრო დისციპლინისა და პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე, ასევე ყველა სამხედრო ბაზასა და სასწავლო დაწესებულებაში 09:00 საათზე სახელმწიფო ჰიმნი სრულდება.
ვიდეო რეპორტაჟი