ავღანეთში ქართველმა სამხედროებმა ქრისტეს შობის დღესასწაული აღნიშნეს
7 იანვარი 2021

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა საქართველოს თავდაცვის ძალების პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა შობის დღესასწაული აღნიშნეს. საზეიმო წირვა-ლოცვა ქვედანაყოფის კაპელანმა, მამა იოანე გელაშვილმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ მოწყობილ სალოცავში აღავლინა და პირადი შემადგენლობა დალოცა.

საზეიმო წირვა-ლოცვას საქართველოს თავდაცვის ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ავთანდილ იოსელიანი, პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე, ქართველი სამხედრო მოსამსახურეები და სხვადასხვა ეროვნების მართლმადიდებელი სამხედრო და სამოქალაქო პირები დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი