დასავლეთის სარდლობის სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს
29 დეკემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობამ და მასში შემავალი ქვედანაყოფების სამხედროებმა საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარეს. სამხედროები სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრნენ და მათ საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საახალწლო ნობათი გადასცეს. საახალწლო განწყობის შესაქმნელად ჯარისკაცები სენაკში მდებარე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა სახლ „ლაზარე 2015“-ს ესტუმრნენ. სამხედროებმა ბავშვებს საახალწლო საჩუქრებით დამდეგი ახალი წელი მიულოცეს.