დაღუპული სამხედროების შვილებს მინისტრის საახალწლო საჩუქრები გადაეცათ
27 დეკემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სამხედრო მოსამსახურეებმა 2008 წლის აგვისტოს ომში, საერთაშორისო მისიებსა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
ბავშვებმა მინისტრის საჩუქრები მამების მეგობრებისგან მიიღეს. სამხედროები გმირების ოჯახებს სახლებში ესტუმრნენ და iPad-ები, „ჰაიქსის“ ფირმის აქსესუარები და ტკბილეულობა გადასცეს. 

ვიდეო რეპორტაჟი