შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან
2 მაისი 2015
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია დღეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს შეეხო. სტუმრებმა განსაკუთრებით, სამხედრო განათლებისა და რეზერვისტთა მომზადებაზე გაამახვილეს ყურადღება. ”ასეთი სახის შეხვედრები ძალიან პროდუქტიულია. არასამთავრობოებს აქვთ საშუალება მიიღონ მათთვის საჭირო ინფორმაცია და დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია მიმდიანრე ცვლილებებთან დაკავშირებით” - განაცხადა შეხვედრის შემდეგ ანდრო ბარნოვმა. თავდაცვის მინისტრმა ექსპერტებს თავად დაათვალიერებინა სამხედრო ბაზაზე არსებული სიმულაციური სასწავლო ცენტრი. დაიგეგმა უახლოეს მომავალში თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე ობიექტის მონახულებაც. თავდაცვის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციებთან 2005 წლიდან თანამშრომლობს. 2007 წლიდან თავდაცვის სამინისტროსა და “თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს” შორის გაფორმებულია ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას შეიარაღებულ ძალებზე სამოქალაქო კონტროლის გაზრდის მიზნით.