საქართველოსა და ესტონეთს შორის კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიება მიმდინარეობს
25 ნოემბერი 2020

მიმდინარე წლის 23-27 ნოემბერს, საქართველოსა და ესტონეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში, მიმდინარეობს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების ზრდაზე ორიენტირებული ღონისძიება, რომელიც შედგება „Hunt the Hacker” სწავლებისა და ტექნიკური სავარჯიშო „CRX” ისგან.

ღონისძიება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში და მიზნად ისახავს კიბერინციდენტების იდენტიფიცირებისა და მათზე ეფექტური რეაგირების მექანიზმების გაძლიერებას.  
კიბერუსაფრთხოების ბიუროს ორგანიზებით, ზემოხსენებულ აქტივობაში ჩართულნი არიან, როგორც საქართველოში მოქმედი სხვადასხვა კიბერაქტორები, ასევე კიბერრეზერვისტები, რაც ხელს უწყობს ეროვნულ დონეზე თანამშრომლობის გაღრმავებას და კოორდინირებულად მოქმედებას. ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების მონაწილეობა, აძლიერებს თავდაცვის სამინისტროს კრიტიკული ინფორმაციული ინფრასტრუქტურის დაცულობას და აახლოებს სისტემას NATO-ს მიერ აღიარებულ სტანდარტებთან.