ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ავღანეთში გიორგობა აღნიშნეს
23 ნოემბერი 2020

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს.
სადღესასწაულო წირვა-ლოცვა ბატალიონის კაპელანმა, მამა იოანე გელაშვილმა მისიის შესასრულებლად როტაციით ჩასული ქართველი მშვიდობისმყოფელების მიერ აგებულ სამლოცველოში აღავლინა. გიორგობის ღვთისმსახურებას I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ვლადიმერ ნათენაძე და ბატალიონის პირადი შემადგენლობა დაესწრო.

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას ივლისის თვიდან ასრულებს. ბატალიონის ამოცანას ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

ვიდეო რეპორტაჟი