საქართველოს თავდაცვის მინისტრმა იაპონიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
6 ნოემბერი 2020

ირაკლი ღარიბაშვილმა ტადაჰარუ უეჰარას საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისა და ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. 
მინისტრმა საქართველოს მიმართ იაპონიის მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა და „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ ფარგლებში, ნატოს ნდობის ფონდის პროექტ „საქართველო IV“-ის განხორციელებაში იაპონიის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იაპონიას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზეც იმსჯელეს.
ტადაჰარუ უეჰარა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას 2017 წლის აგვისტოდან იკავებდა.