თავდაცვის მინისტრს თურქეთის ელჩმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა
6 ნოემბერი 2020
საქართველოს თავდაცვის მინისტრს საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ფატმა სერენ იაზგანმა ახალი სამხედრო ატაშე წარუდგინა. პოლკოვნიკმა ბურაკ ალთინერმა სამხედრო ატაშეს პოზიციაზე პოლკოვნიკი ბულენთ აკდენიზი შეცვალა.
 
შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ფატმა სერენ იაზგანმა საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. თავდაცვის მინისტრმა თურქ დიპლომატს მატერიალურ-ტექნიკური, ასევე სამხედრო განათლების კუთხით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება.