ირაკლი ღარიბაშვილი: ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას
31 ოქტომბერი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პარლამენტის არჩევნებში საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ირაკლი ღარიბაშვილი ხმის მისაცემად ვაკის მაჟორიტარული ოლქის საარჩევნო უბანზე მეუღლესთან ერთად მივიდა. როგორც უწყების ხელმძღვანელმა ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა, მან ხმა მისცა თითოეული მოქალაქის დაცულობას, ქვეყნის მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას.

”გილოცავთ დღევანდელი დღეს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს განვსაზღვრავთ, როგორი იქნება მომდევნო 4 წელი ჩვენი ქვეყნის და შვილებისთვის. მე ხმა მივეცი ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ განვითარებას. ვინაიდან ვიცით ომების მძიმე ფასი, გვესმის რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობას და სტაბილურობას. ჩვენი სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნისმშვიდობიანი განვითარება. ჩვენი ქვეყანა სულ სხვა ეტაპზეა გადასული, იმაზე ძლიერია ვიდრე 4 ან 8 წლის წინ”, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. მინისტრის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან გარემოს გაუარესების მცდელობის მიუხედავად წინასაარჩევნო გარემო ქვეყანაში მშვიდად წარიმართა. ”დღეს სახელმწიფო ძლიერია და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობა იყოს დაცული და მომავალი იყოს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე არის დღეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ვიდეო რეპორტაჟი