დღეს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას დაბადების დღეა
22 ოქტომბერი 2020

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ ეროვნულ გმირს, ზაზა დამენიას დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. 
ოზურგეთში, საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობის ხელმძღვანელმა პირებმა, ზაზა დამენიას ოჯახის წევრებთან ერთად, ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.

კაპრალი ზაზა დამენია ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში მსახურობდა. იგი 2004 წლის აგვისტოში ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. მან საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა. ზაზა დამენია სანგარში ჩავარდნილ ხელყუმბარას გადაეფარა და სამი თანამებრძოლის სიცოცხლე გადაარჩინა.

ვიდეო რეპორტაჟი