საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლის სამუშაო ვიზიტი ავღანეთში
11 ოქტომბერი 2020

I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის მიერ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მიმდინარეობისა და შესრულებული ამოცანების ადგილზე გაცნობის მიზნით ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აღმოსავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვლადიმერ ნათენაძემ სარდალს საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარა და ქვედანაყოფის ყოველდღიური საქმიანობის, ასევე არსებული უსაფრთხოების გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
   
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე მე-13 ბატალიონის პირად შემადგენლობასაც გაესაუბრა და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ღირსეული  სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.
პოლკოვნიკი როლანდ ძნელაძე აღმოსავლეთის სარდლის რანგში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში პირველად იმყოფებოდა. აღმოსავლეთის სარდლად დანიშვნამდე I ქვეითი ბრიგადა უშუალოდ მის დაქვემდებარებაში იყო. I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად ავღანეთში ივლისში გაემგზავრა და აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვაზეა პასუხისმგებელი. 

ვიდეო რეპორტაჟი