თავდაცვის სამინისტროს განცხადება
6 ოქტომბერი 2020

გვსურს, გამოვეხმაუროთ მედიასაშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ.

პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, დასვენების დღეებში დათხოვნაში მყოფმა, არასამსახურეობრივ პირობებში მიიღო გარკვეული დაზიანებები, რის შედეგადაც ის მოხვდა საავადმყოფოში.

თავად დაშავებული სამხედრო მოსამსახურის განმარტებით, ის იმყოფებოდა მეგობრის წვეულებაზე, საიდანაც სახლში ნასვამ მდგომარეობაში ბრუნდებოდა. სახლისკენ მიმავალ გზაზე სამხედრო მოსამსახურე ჩავარდა მდინარის პირას წყლის არხში და შედეგად მიიღო დაზიანება, რის შემდეგაც თავად დაურეკა 112-ს. თავდაპირველად ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ხოლო მოგვიანებით, შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში. დაშავებული სამხედროს მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. მან უკვე მისცა ჩვენება სამართალდამცავებს. მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.