ორფოლოს პოლიგონზე 23-ე ბატალიონის საველე წვრთნები დასრულდა
25 სექტემბერი 2020

II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის „ჩარლი“ ასეულმა ამოცანაზე ორიენტირებული საველე წვრთნები საჩვენებელი სწავლებით დაასრულა. ორფოლოს საწვრთნელ პოლიგონზე 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლება ჩაატარეს, სადაც საბრძოლო სროლებით შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციები განახორციელეს.

10 დღის განმავლობაში II ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცებმა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანები შეასრულეს, მათ შორის ჩასაფრების, კონტაქტზე და არაპირდაპირ ცეცხლზე რეაგირების, არაპირდაპირი ცეცხლის გამოძახების, ტაქტიკური გადაადგილების, ასევე შეტევის და თავდაცვის სავარჯიშოები განახორციელეს. ბატალიონს მხარი 82 მმ ნაღმმტყორცნელთა ოცეულმა, საშტაბო უზრუნველყოფის ასეულის სამედიცინო ჯგუფმა, 24-ე საარტილერიო ბატალიონის "დანა" ბატარეამ, II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ასეულის საინჟინრო ოცეულმა, ამავე ბრიგადის ტანკსაწინააღმდეგო ასეულის ტანკსაწინააღმდეგო და ჰაერსაწინააღმდეგო ასეულის ჰაერსაწინააღმდეგო რაზმებმა დაუჭირეს.

საველე წვრთნები საბრძოლო ოპერაციების წარმოების დროს ქვეითი ასეულის და მხარდამჭერი ელემენტების ურთიერთქმედების დახვეწასა და მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად.

ვიდეო რეპორტაჟი