თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა
10 სექტემბერი 2020

თავდაცვის მინისტრმა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს შეიარაღების გენერალური დირექტორატის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ ამერიკის (DGA) და შეიარაღებისა და სარაკეტო სისტემების მწარმოებელი ავიამშენებელი კომპანიის (MBDA) წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკას შორის საჰაერო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას შეეხო მხარეებმა საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ფრანგულ კომპანიებთან არსებული თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა ფრანგულ მხარეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში საჰაერო თავდაცვის ინიციატივის მხარდაჭერისა და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ძლიერი საჰაერო თავდაცვა ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ელემენტია. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ კუთხით ფრანგულ მხარესთან, ფრანგულ კომპანიებთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას, აღჭურვილობის ტრანსფორმაციასა და გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯუანშერ ბურჭულაძე, საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი, დიეგო კოლასი, თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი დანი პიტი და მისი მოადგილე, მე-3 რანგის კაპიტანი შარლ-ვიქტორ ორი დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი