თავდაცვის მინისტრმა ბრიტანეთის ელჩთან გაცნობითი შეხვედრა გამართა
4 სექტემბერი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონს უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიტანელ დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მინისტრმა ბრიტანეთის მხარეს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული წვლილი აღნიშნა და მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებაში Noble Partner 2020 ბრიტანელი სამხედროების ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრუმველი დაესწრნენ.

ვიდეო რეპორტაჟი