გლოვის დღესთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში სახელმწიფო დროშები დაეშვა
25 აგვისტო 2020

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის განკარგულებით 25 აგვისტო ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა. შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, ისევე როგორც საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და საქართველოს რეგიონებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.