კრწანისში გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი კალათბურთში მიმდინარეობს
22 აგვისტო 2020

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“ ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირი „3X3 კალათბურთში“ მიმდინარეობს. ტურნირი 18 აგვისტოდან 26 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება და მასში  თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების 52 გუნდი მონაწილეობს.
სპორტული შეჯიბრის პირველი ეტაპი დღეს დასრულდა, სადაც თავდაცვის ეროვნული გვარდიისა და ჯარების ლოჯისტიკის უზრუნველყოფის სარდლობის 8 გუნდმა იასპარეზა. აქედან გამარჯვებული 2 გუნდი ტურნირის მეორე დასკვნით ეტაპზე გადავიდა.

ტურნირი „3X3 კალათბურთში“ 26 აგვისტოს ფინალური თამაშით ბათუმში დასრულდება, სადაც პირველ ეტაპზე გამოვლენილი საუკეთესო 8 გუნდი შეხვდება ერთმანეთს. ტურნირის გამარჯვებული გუნდი გიორგი ანწუხელიძის სახელობის გარდამავალ თასს მიიღებს, ხოლო სამი საპრიზო ადგილის მფლობელი მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდება. ფინალური თამაშის გარდა, ბათუმის ბულვარში სპეციალურად მოწყობილ მოედანზე, დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები პარა-კალათბურთში საჩვენებელ თამაშს გამართავენ. 
ჩემპიონატი თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით წელს დაარსდა და კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება.

ვიდეო რეპორტაჟი