რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავთან დაკავშირებით, თავდაცვის სამინისტროში და თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
7 აგვისტო 2020

რუსეთ-საქართველოს ომიდან 12 წელი გავიდა. საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების ნიშნად, სახელმწიფო დროშები დაეშვა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიასა და თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზაზე.