ეროვნული გვარდიის ოცეულმა დიდგორის ველზე ისტორიულ-შემეცნებითი ტური მოაწყო
28 ივლისი 2020

სამხედრო მოსამსახურეებისთვის მოტივაციის გაზრდისა და საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით ეროვნული გვარდიის სამხედროებისთვის დიდგორის ველზე ისტორიულ-შემეცნებითი ექსკურსია გაიმართა. ეროვნული გვარდიის მეთაურის მოადგილემ, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა და გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა მშვიდობისმყოფელებთან ერთად საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრძოლა გაიხსენეს და ქვეყნისთვის დიდგორის ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვების მნიშვნელობაზე ერთმანეთს მოსაზრებები გაუზიარეს. გვარდიელებმა დიდგორის მონუმენტთან სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს. 

გვრადიის ოცეული უახლოეს პერიოდში ცენტრალურ აფრიკაში მისიის შესასრულებლად გაემგზავრება. გამგზავრებამდე პირადი შემადგენლობა სხვადასხვა გადასროლისწინა სწავლების გარდა, გასვლით შემეცნებით ღონისძიებებს პერიოდულად აწყობს.

ვიდეო რეპორტაჟი