I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
17 ივლისი 2020

I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე ქაბულში გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის ნაკრებმა ასეულმა, როტაციის წესით, II ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ჩაანაცვლა. უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანა ბაზის უსაფრთხოება და ძალთა დაცვის ამოცანების შესრულება იქნება.