ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანეთში გაემგზავრნენ
8 ივლისი 2020

საქართველოს თავდაცვის ძალების I ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეული ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიის შესასრულებლად გაემგზავრა. 

ნაკრები ასეული მონაწილეობას ნატოს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო მისიაში (RSM) მიიღებს. ქართველი სამხედროები, მაიორ ანტონ ქუთათელაძის მეთაურობით, ქალაქ ქაბულში ბაზის უსაფრთხოებისა და ძალთა დაცვის ამოცანებს შეასრულებენ. I ქვეითი ბრიგადის ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

მისიაში გამგზავრებამდე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა მათზე დაკისრებული ამოცანების შესასრულებლად გადასროლისწინა მომზადება საქართველოში გაიარეს.

ვიდეო რეპორტაჟი