ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკელი ოფიცერი დააჯილდოვა
23 ივნისი 2020

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაიორი ქვინთინ დოლი მედლით - „გიორგი კვინიტაძე“ დააჯილდოვა. აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენელს უწყებრივი მედალი საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობისათვის გადაეცა. მას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის საქართველოს თავდაცვის ძალებსა და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნულ გვარდიას შორის თანამშრომლობის გაძლიერების საქმეში. მაიორი ქვინთინ დოლი საქართველოში სამი წლის განმავლობაში მსახურობდა.