გმირთა მოედანზე დაღუპულ გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
30 აპრილი 2020

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

ქართული ჯარის დაარსებიდან 29 წელი გავიდა. 1990 წლის დეკემბერში უზენაესი საბჭოს დადგენილებით ეროვნული გვარდია შეიქმნა. 1991 წლის 24 აპრილის განკარგულებით კი, წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ბრძანება გამოიცა და 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო. სწორედ, აქედან იწყება თანამედროვე ქართული ჯარის დაარსების ისტორია.

ვიდეო რეპორტაჟი