თეთრიწყაროს რაიონს სამხედრო მოსამსახურეები სამართალდამცავებთან ერთად მკაცრად აკონტროლებენ
27 აპრილი 2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვების ამოქმედებასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალებმა დამატებით რამდენიმე საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო.  

საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, რაიონის შესასვლელსა და გამოსასვლელს აღმოსავლეთ სარდლობის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. მეოთხე ბრიგადის პირადი შემადგენლობა სამ ლოკაციაზე, ერთ სტატიკურ და ორ მობილურ გამშვებ პუნქტზე მორიგეობს. ჯარისკაცები სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების პროცესს მკაცრად აკონტროლებენ და მოსახლეობას თერმოსკრინინგს უტარებენ.

საკარანტინო ზონაში არსებულ ვითარებას დღეს ქვედანაყოფის მეთაური, პოლკოვნიკი ვეფხვია ჩალაბაშვილი ადგილზე გაეცნო. მან მეოთხე ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან მოინახულა და არსებული მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

ვიდეო რეპორტაჟი