წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს
10 მარტი 2020

ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის ზღვაზე, მონუმენტთან „საქართველოს მატიანე“ გაიმართა. ღონისძიებას წვევამდელების ოჯახის წევრები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ. აღმოსავლეთ სარდლობის სარდლის მოადგილემ წვევამდელებს სამხედრო ფიცის მიღება მიულოცა და ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) ათკვირიანი კურსი გაიარეს. საბრძოლო მომზადების ფარგლებში მათ ტაქტიკური, კავშირგაბმულობის, სამედიცინო, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს.

ფიცის დადების საზეიმო ღონისძიების შემდეგ წარჩინებულ სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადაეცათ. დღეიდან სამხედრო მოსამსახურეები ერთი წლის განმავლობაში საბრძოლო საინჟინრო ბატალიონში იმსახურებენ და სხვადასხვა სწავლებაში მიიღებენ მონაწილეობას.